გაკვეთილის მთავარი თემა
|
მივდივართ სამოგზაუროდ.
პეტერბურგი-პეტრეს ქალაქი
|
საგანი/პედაგოგი
|
რუსული ენა/გულნარა ნაკაიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო
საფეხური/VIII კლასი
|
მოსწავლის პროფილი
|
21 მოსწავლე/არ არის სსსმ მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
გაკვეთილის თემა დაეხმარება მოსწავლეს მეტი გაიგონ
პეტერბურგის და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ
·
მოსწავლეები შეძლებენ რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის
გაცნობას, რაც დაეხმარება მათ რუსული ენის ცოდნის მნიშვნელობის გაგებაში
·
შეეჩვევიან მოგზაურობასთან დაკავშირებული კონსტრუქციების
აგებას რუსულ ენაზე და მათ სწორად გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში.
·
გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს ამ მიმართულებით.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
1. იგებენ წაკითხულ ტექსტს.
2. პასუხობენ დასმულ კითხვებზე.
ცდილობენ მეტყველებაში კონსტრუქციის „რა ეწოდება / რა ჰქვია “ და ჩვენებითი
ნაცვალსახელების გამოყენებას შემდეგ გამონათქვამებთან:
,,მითხარით გეთაყვა!
,,ხომ ვერ მეტყვით...?
,, მაპატიეთ, თქვენ ხომ არ იცით...? “
უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების
მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათანადოდ
რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე;
·
ასრულებს
სავარჯიშოებს.
უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს
საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეები,
სასაუბრო თემა);
·
ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას
(ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი
და სხვა);
·
ამოიცნობს
დადებით და უარყოფით შეფასებებს.
უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს
ხმამაღალი კითხვის უნარს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გარკვევით
და გამართულად კითხულობს ნაცნობ ტექსტს;
·
თანაკლასელებთან
ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს ნაცნობ დიალოგს/სკეჩტს, იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა
მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს.
უცხ.ს.II.12. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
უცხ.ს.II.13. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და
გაიგოს თხრობითი ტექსტი (ცხოვრებისეული ისტორია,
მოგონება, დღიური).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს
პერსონაჟებს;
·
ამოიცნობს
პერსონაჟთა განწყობილებებს, გრძნობებს, თვისებებს;
·
ამოიცნობს
მოქმედებებს, მათ თანამიმდევრულობას;
·
ამოიცნობს მოქმედებათა დროსა და ადგილს.
უცხ.ს.II.22. მოსწავლე
ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გასაგებად მეტყველებს დიალოგების გათამაშებისას, ზეპირად კითხვისას იცავს უცხოური ენისათვის დამახასიათებელ ინტონაციას, ჟღერადობას,
აქვს სათანდო გამოთქმა.
უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს
მისთვის ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ოჯახი,
საცხოვრებელი ადგილი, სკოლა, საყვარელი საგნები, ყოველდღიური საქმიანობა, ჰობი და
სხვა);
·
მარტივი გეგმის მიხედვით ან სურათებზე დაყრდნობით ჰყვება
მარტივ ამბავს;
·
მარტივი ფრაზებით აღწერს საკუთარ გარემოს;
უცხ.ს.II.26. მოსწავლეს
შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ინტერაქციისას
შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს,
კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
·
მართებულად
იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
·
სათანადოდ
იყენებს ზმნიზედებსა და
ზმნის ნასწავლ ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
·
იყენებს
ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;
·
იცავს
სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებში;
·
იცავს შესაბამის ინტონაციას
სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
·
სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკას.
უცხ.ს.II.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი
ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას,
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას.
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლეები კითხულობენ, იგებენ ტექსტის შინაარსს
, კონტაქტში შეუძლიათ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა.
·
აქვთ ელემენტარული გრამატიკული ცოდნა
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, მარკერი, მასწავლებლის
წიგნი, რუსეთის რუქა, კომპიუტერი, პროექტორი ეკრანი. www.youtube -ვიდეოფილმი
,,პეტერბურგი-პეტრეს ქალაქი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
გაკვეთილის A ფაზა
_ გამოწვევა 10 წუთი
Ø მისალმება
Ø წერითი დავალების შემოწმება
შემოვლით (№10 გვ
48)
Ø მოსწავლეები კითხულობენ შესრულებულ
დავალებას, კომენტარს უკეთებენ გამოყენებუ კონსტრუქციებს
Ø ერთი მოსწავლე პარალელურად
ემზადება დაფასთან გრამატიკული მასალის ,,უკუქცევითი ზმნების გამოყენება წარსული
დროის მხოლობითდა მრავლობით რიცხვში“ წესის გამოყენების შესახებ წარსადგენად.
აქტივობა 2 _ კითხვები კლასს:
1. რა
თემას ვსწავლობთ?
2. რა
იცით ამ თემის სესახებ?
3. რომელ
ქალაქში ისურვებდით მოგზაურობას?
აქტივობა 3 _ გონებრივი იერიში
კითხვები კლასს
1. რა
იცით პეტერბურგის შესახებ?
2. რას
ეძახიან ამ ქალაქს?
3. რომელი
მდინარე ჩამოედინება პეტერბურგში?
4. სად
მდებარეობს პეტერბურგი?
რუსეთის რუქაზე მუშაობა
გაკვეთილის B ფაზა
_ ცოდნის კონსტრუირება
შინაარსის რეალიზება - 25 წუთი.
აქტივობა 4 _ დავალება მოსწავლეებს:
ტექსტის ,, პეტერბურგის - პეტრეს ქალაქი “- მოსმენა.
·
გვ 49 №11 დავალების შესრულება რვეულებში (სწორი პასუხის
შემოხაზვა)
·
შესრულებული დავალების განხილვა
·
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეების მიერ და უცნობი სიტყვების
ამოწერა
·
ტექსტის გაგების დონის შემოწმება
·
(მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით თარგმნიან ახალ
სიტყვებს, ხდება ამ სიტყვების დაწერა დაფაზე, წინადადებების და კონსტრუქციების შედგენა
მათი გამოყენებით)
·
მოსწავლეები ცდილობენ ტექსტიდან გამომდინარე კითხვების
შედგენას და დასმას.
·
თითოეულ მოსწავლეს უწევს სხვის შედგენი კითხვაზე პასუხის გაცემა.
აქტივობა 5 _ ფილმის ჩვენება 8 წუთი
·
2-3 მოსწავლის შთაბეჭდილება
·
მუშაობა წყვილებში. დიალოგის შედგენა და გათამაშება
·
( იყენებენ დაფაზე დაწერილ კონსტრუქციებს:
·
,, რა ეწოდება /რა ჰქვია“... ?
·
მითხარით, გეთაყვა ... !
·
თქვენ ვერ მეტყვით ... ?
·
მაპატიეთ, თქვენ ხომ არ იცით ... ?)
ფილმის ჩვენების შემდეგ გამოხატავენ საკუთარ შთაბეჭდილებას უკუქცევითი
ზმნით შედგენილ კონსტრუქციის გამოყენებით ,, მე მომეწონა ...“ + არსებითი სახელი
სახელობით ბრუნვაში.
უნდა გაამახვილოთ ყურადღება უკუქცევითი ზმნის დაბოლოვების ცვლილებაზე
წარსული დროის მხოლობით რიცხვში.
გაკვეთილის C ფაზა
_ რეფლექსია _ 10 წუთი
გაკვეთილის შეჯამება
. მოსწავლეებს ვურიგებ სამუშაოს ინსტრუქციით:
,,გავხსენით ფრჩხილი, ჩასვით უკუქცევითი ზმნები საჭირო სქესში, რიცხვში
და პირში
საშინაო დავალება _ 2 წუთი
კლასის მუშაობის შეფასება _ 3 წუთი.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment