პროექტის სახელწოდება: მოსკოვი-რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი;
პროექტის თემა-მოსკოვის დაარსების ისტორია გეოგრაფიული
მდებარეობა მოსახლეობა ღირსშესანიშნაობები ინფორმაციის მოპოვება-ინტერნეტი ისტორიის სახელმძღვანელო
რუსულის სახელმძღვანელო ისტ.
პროექტის მიზანი-მოსწავლემ უნდა მოიძიოს ინფორმაცია
რუსეთის დედაქალაქზე მისი დაარსების ისტორიაზე გეოგრაფიულ მდებარეობაზე მის განვითარებაზე
ღირსშესანიშნაობებზე ქართველების ისტორიულ კვალზე ამ ქალაქში
მოსწავლეთა ასაკი-14 წელი მე-9 კლასი
ხანგრძლივობა-5 დღე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ეცნობიან მოსკოვის დაარსების ისტორიას
გეოგრაფიულ მდებარეობას მის ულამაზეს ხედებს
ქუჩებს მოედნებს მუზეუმებს
ინტერნეტის საშუალებით ეძებენ ცნობებს მოსკოვის მოსახლეობაზე
იმაზე თუ რით უსწრებს მოსკოვი ევროპის სხვა დედაქალაქებს
მოსწავლეებს უვითარდებათ დიალოგის კულტურა გაბმული
მეტყველების უნარ-ჩვევები კითხვების დასმა მათთვის ნაცნობ თემასთან დაკავშირებით
ხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ფოტოები,
სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1 - შერჩეულ თემას ვწერ დაფაზე, ვირჩევ ლიდერს,
რომელიც ანაწილებს დავალებებს ჯგუფის წევრებზე.
აქტივობა 2- მოიძიონ ინფორმაცია მოსკოვის შესახებ (დაარსება,
მოსახლეობა, ღირსშესანიშნაობები, ქართული სათვისტომო და ქართული ეკლესია მოსკოვში.)
აქტივობა 3- მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას,
ფოტოებს მოსკოვის შესახებ.
აქტივობა 4- მოსწავლეები თავად ასახელებენ საუკეთესო
ნამუშევრებს, აფასებენ ერთმანეთს, წარმოდგენილ ფოტოებზე ინფოტმაციაზე და პრეზენტაციაზე
დაყრდნობით გამოავლენენ გამარჯვებულ
ჯგუფს.
აქტივობა 5- პრეზენტაციის დროს მოსწავლეებს განუვითარდებათ
რუსულად წერის, საუბრის, მეტყველების, კითხვების დასმის, ლოგიკური მსჯელობის, ერთმანეთის
მოსმენის, აზრის გააზრების და დიალოგის კულტურის უნარი. მოხდება ლექსიკური მარაგის
გამდიდრება.
აქტივობა 6 _ მოსწავლეთა შეფასება
|
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით,
ზოგი
გადასვლა
იდეებს
შორის
არის
მარტივი,
ზოგი
გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის
ეფექტურობას
|
3.შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო,
მცდარი
ინფორმაცია,
|
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო
ან
მცდარი
ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის
ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო,
ანალიზი
ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული,
შეზღუდული
რაოდენობის
წყაროებია
გამოყენებული,
ანალიზი
მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი
წყარო
და
ანალიზი
სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის
მიერ
შექმნილი
|
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთანნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება
პროექტის
უკეთ
წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს
საინტერესოს
ხდის
|
8.კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან
მიღებულ
ცოდნასთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან
მიღებულ
ცოდნასთან,
რაც
მიუთითებს
ჯგუფის მრავალი
მიმართულებით
კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდააჩამოყალიბებულია
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
|
საგნებთან კავშირი- ისტორია, საქართველოს ისტორია, ისტი.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან-
- მოსწავლეს შეუძლია მოიძიოს, თარგმნოს და წარმოგვიდგინოს მასალები რუსეთის დედაქალაქის დაარსების შესახებ, ისაუბროს მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მოსახლეობაზე, მის დღევანდელ სახეზე, კრემლზე და წითელ მოედანზე, უამრავ სკვერებზე და ბაღებზე, ქუჩბზე, მოედნებზე, მეტროზე, მუზეუმზე, ხიდებზე, მდინარეზე, რომელიც მოსკოვში ჩამოედინება, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტზე.
- მოიძიოს სურათები, დასვას კითხვები უპასუხოს სხვის დასმულ კითხვებს, შეავსოს სხვა მოსწავლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
პროექტის ხელმძღვანელი: გულნარა ნაკაიძე.
ელ ფოსტა: gulnaranakaidze77@gmail.com
No comments:
Post a Comment